საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში ფრედ დაასრულა.
მე-5 ტურში ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. „იბერია“ ჯერჯერობით წაუგებელია (3 გამარჯვება და 2 ფრე) და 10 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია,
იტალიელი როდოლფო ვანოლის ხელმძღვანელობით „სამგურალი“ მიჯრით სამ შეხვედრაში არ დამარცხდა (2 მოგება და 1 ფრე) 6 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
სამგურალი 0:0 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი





