ელგუჯა ლობჯანიძემ მიმდინარე სეზონში „ყიზილყუმის“ მაისურით უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა,
მე-3 ტურში „ყიზილყუმი“, სადაც ლობჯანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელ ჯაბა ჯიღაურთან ერთად გამოდის, შინ ოკმკ-ს შეხვდა და 1:3 წააგო.
ლობჯანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. ის 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჯიღაურმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებიდან თავი გიორგი პაპავამ გამოიჩინა. „ყიზილყუმი“ 10 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა,
ლაშა თაბაგარი





