„დინამომ“ დებიუტანტს მოუგო, „გაგრამ“ ფოთელებს „ფაზისზე“ დაბრუნება ჩაამწარა

0
66

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დასრულდა და მე-5 ტურში თბილისის „დინამომ“ ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით დებიუტანტ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა, რომელსაც თენგიზ კობიაშვილი წვრთნის. თამაშის დაწყებამდე სამახსოვრო მაისურით ნიკა ნინუას გადასცეს, რომელმაც “დინამოში” 100 მატჩი ჩაატარა.
შეხვედრის ბედი ერთადართმა გოლმა გადაწყვიტა – მე-15 წუთზე სტუმართა საჯარიმოშ მყოფი მათე ვაწაძის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და ოთარ აფციაურს მიუვიდა, რომელმაც საქართველოს ელიტარულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „დინამო“ 8 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო „გარეჯი“ 4 ქულით მერვეა.
დინამო თბ 1:0 გარეჯი 
ფოთის „კოლხეთის“ დაბრუნება მშობლიურ „ფაზისზე“ უიღბლო აღმოჩნდა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა გუნდმა „გაგრა“ მიიღო, რომლის თავკაცი გიორგი ონიანია და 0:2 წააგო.
54-ე წუთზე ლევან გეგჭკორი ბურთს მასპინძლების საჯარიმოში დაეუფლა და მის ფარგლებს გარეთა გასულმა მცველებთან პაექრობაში შეინარჩუნა, ხოლო შემდეგ მარჯვენა ფლანგიდან პასი შორეულ ძელთან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდ დავით გოცირიძეს გაუკეთა, რომელმაც გაგრელთა მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა – 0:1.
78-ე წუთზე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პედრო ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და სოლო რეიდის დროს სამ ფოთელს გაცდა, ხოლო ცენტრისკენ შეწეულმა დაახლობით 23-24 მეტრიდან კარში ზსუტად დაარტყა – 0:2.
„გაგრამ“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ 1 აულით ბოლოა.
კოლხეთი 1913 0:2 გაგრა 
ლაშა თაბაგარი