„ინტერ მაიამი“ რონალდუს დამატებას გეგმავს

0
64

„ინტერ მაიამი“, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია, მსოფლიო 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატისთვის პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნი კრიშტიანუ რონალდუს დამატებას გეგმავს, იუწყება talkSPORT.
40 წლის რონალდუს, რომელიც ამჟამად „ალ-ნასრში“ გამოდის, საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს უმთავრდება. ის შესაძლოა „ინტერ მაიამის“ საკლუბო ჩემპიონატის მსვლელობის დროს შეუერთდეს, ხოლო შემდეგ „ალ-ნასრში“ დაბრუნდეს და ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ არაბული კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 33 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი