დირკ შუსტერი: “განახლებული ენერგიით და განწყობით ვბრუნდებით”

0
28
დირკ შუსტერის განცხადებით, ქუთაისის “ტორპედო” სანკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას განახლებული ენერგიით უბრუნდება. გერმანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ მე-5 ტურში სტუმრად ბათუმის “დინამოსთან” გასამართ შეხვედრამდე განაცხადა.
დირკ შუსტერი: “სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი განახლებული ენერგიითა და განწყობით ვბრუნდებით. ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ ძლიერ სომხურ კლუბ “ნოასთან”. ამ მატჩში ისევე, როგორც ზოგადად, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ინფორმაცია მივიღე. ვიცით, რომ “დინამო” ძლიერი მეტოქეა, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. მათ დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს”.
პაატა ღუდუშაური: “რა თქმა უნდა, სამი თამაშის წაგება კარგი არაა, მით უფრო, იმ ქალაქისთვის, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. მე-8 ადგილზე ვართ, ქუთაისი ამას არ იმსახურებს. ყველაზე მეტად ამაზე ჩვენ, ფეხბურთელები ვწუხვართ.მდგომარეობა ისევ ჩვენი გამოსასწორებელია. ერთად უნდა დავდგეთ და საქმეს აუცილებლად გამოვასწორებთ. შევეცდებით, რომ ეს ბათუმიდან დავიწყოთ”.
ლაშა თაბაგარი