მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩი 5 ივნისს თბილისში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის და ბულგარეთის ნაკრებები არიან.
მუნდიალის შესარჩევის პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს შინ თურქეთთან ჩაატარებს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი – თურქეთს. 15 ნოემბერს ვილი სანიოლის გაწვრთნილები ესპანელებს მიიღებენ, შესარჩევს კი 18 ნოემბერს ბულგარეთთან საშინაო თამაშით დაასრულებენ.
ლაშა თაბაგარი





