ფიფამ მსოფლიო 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატისთვის საპრიზო ფონდის განაწილების სქემა დაამტკიცა, რის შესახებ ამ ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება,
მომავალი ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მილიარდი დოლარი იქნება, რომელიც 32 კლუბზე განაწილდება. ტურნირის გამარჯვებული 125 მილიონ დოლარს მიიღებს. საერთო ფონდიდან 475 მილიონი დოლარი კლუბების სპორტულ მიღწევებზე დაიხარჯება, ხოლო 525 მილიონი – ტურნირში მონაწილეობაზე.
უეფას წევრი ქვეყნების კლუბები დანარჩენებთან შედარებით მეტ თანხას მიიღებენ, რომლის რაოდენობა როგორც რეიტინგზე, ასევე შემოსავალზეა დამოკიდებული და 12,81 მილიონიდან 28,19 მილიონ დოლარს შეადგენს.
სამხრეთ ამერიკის კლუბები 15,21 მილიონ დოლარს მიიღებენ, ხოლო სხვა მონაწილეები 9,55 მილიონ დოლარს და უფრო ნაკლებს.
ლაშა თაბაგარი
