21-წლამდელებმა შეკრება სერბეთთან გამარჯვებით დაასრულეს

0
50

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ევრო 2025-ის მზადების დასკვნითი ეტაპი სერბეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვებით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ პირველ სპარინგში ჩვენმა ახალგაზრდულმა ფინეთი 4:2 დაამარცხა.
შეხვედრის მე-11 წუთზე სერბების მეკარემ პასი თავის მცველა გადააწოდა, რომელიც გადაცემას პარტნიორს უკეთებდა, მაგრამ გაბრიელ სიგუამ ჩაჭრა ბურთი, რომელიც კარში აღმოჩნდა – 0:1.
მე-13 წუთზე თავის საჯარიმოში ბურთის მოგერიებისას ჩვენი მეკარე ლევან თანდილაშვილი შეცდა და სერბ ფეხბურთელს მარჯვენა მახვილი კუთხიდან გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. ცოტა ხანში თანდილაშვილი ისეც შეცდა და საქართველოს ნაკრები გოლის გაშვებას ისევ გადაურჩა.
27-ე წუთზე სებების შეტევის დროს თანდილაშვილმა მეტოქე ფეხბურთელის დარტყმული ბურთი მოიგერია, რომელსაც ისევ სერბი ფეხბურთელი დაეუფლა და ჩვენი მცველების ცუდი თამაშის წყალობი პირისპირ თანდილაშვილთან აღმოჩნდა, რომელმაც წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი მატია მიტროვიჩმა გაიტანა.
ტაიმის მიწურულს სერბების შეტევა სახიფათო დარტყმით დასრულდა და თანდილაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე სერბმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში თორნიკე მორჩილაძე წაქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, მორჩილაძემ თერთმეტმეტრიანი „პანენკას“ სტილში შეასრულა და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.
მეორე ტაიმის შუაწელში ბურთი ჩვენს ნახევარზე დავკარგეთ და კრსტიჩს სახიფათო დარტყმული მაქაცარიამ გაანეიტრალა. 71-ე წუთზე ქართველი მცველების მორიგი შეცდომით ვლახოვიჩმა ვერ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარს გადააცილა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ სერბი მოთამაშის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
84-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა კუთხური ჩააწოდა და საბა ხვადაგიანის თავურის შემდეგ, ბურთი ფეხზე გიორგი იაკობიძეს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა – 1:3.
სერბეთი – საქართველო 1:3 (1:2)
25 მარტი. თურქეთი. „ტიტანიკ დელუქსი“

საქართველო: თანდილაშვილი (მაქაცარია, 46), რუხაძე (ოდიშარია, 61), ოდიშვილი (იაკობიძე, 46), ხვადაგიანი (კ) (უგრეხელიძე, 86), მაისურაძე (კვერნაძე, 65), ოთარ მამაგეიშვილი (აბუაშვილი, 61), გიზო მამაგეიშვილი (მამაცაშვილი, 61), სიგუა (გაგნიძე, 61), ეგოიანი (გოცირიძე, 46), მორჩილაძე (ლომინაძე, 61), იობაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები: 0:1 სიგუა (11), 1:1 მიტროვიჩი (28), 1:2 მორჩილაძე (45+2, პენ.)
გაფრთხილება: ოდიშვილი (39), კვერნაძე (80), გოცირიძე (84).
მთავარი მსაჯი: ერკან ოზდამარი (თურქეთი).
ლაშა თაბაგარი