დე ლა ფუენტე: „ოთხთა ფინალით“ დავტკბებით“

0
64

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე ერთა ლიგის 1/4-ფინალში ნიდერლანდების დამარცხებით აღფრთოვანებულია.
„ძალიან აღფრთოვანებული ვართ. ეს მატჩი შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ყოფილიყო. ჩვენ სათანადო დონეზე ვიყავით. ახლა იმის შეგრძნებაა რ გვაქვს, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ვიყავით. ორი მსგავსი ხასიათის გუნდი დაუპირისპირდა, რომლებიც შეტევაზე დაგეშილები არიან. გულშემატკივრებს მატჩი ძალიან უნდა მოწონებოდათ.
ჩვენ „ოთხთა ფინალით“ კიდევ ერთხელ დავტკბებით – მსოფლიოს სამგზის ყოფილ ჩემპიონთა და ევრო-2016-ის გამარჯვებულთან ერთად. საკმარისია, რომ მონაწილეთა სიას შეხედე. ერთი ყოფილი მოქმედი ჩემპიონი იტალია ბრძოლას გამოეთიშა. ამ დონეს ყოველთვის ევროპის ჩემპიონატისას ვადარებ“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს ესპანური მედია.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ნახევარფინალში გასვლის წყალობით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში E ჯგუფში საქართველოს დაუპირისპირდება.
ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის და ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.
ლაშა თაბაგარი