ქუთაისის “ტორპედოს” ხორვატი ნახევარმცველი მატეო ითრაქი შეუეერთდა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა. 24 წლის ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი მატეო ითრაქი ჩვენი კლუბის ფეხბურთელია. “ტორპედომ” ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტი ბელგიური “ფრანკს ბორაინსიდან” გამოისყიდა, რომელიც ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მატეო გუნდის კაპიტანი გახლდათ და ამ კლუბის მაისურით 2 წლის განმავლობაში ჯამში 83 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი იტალიური “კროტონეს” ღირსებას იცავდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა”.
“ტორპედო” სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ მატჩს სტუმრად სომხეთის ჩემპიონატის “ნოასთან” ჩაატარებს, რომელმაც ამ სეზონში კონფერენსლიგაზე მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა 20 მარტს სომხეთის ქალაქ არმავირში გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





