ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთს მეორე ამხანაგურიც მოუგო

0
16

საქართველოს ფუტსალისტთან ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს მეორე ამხანაგური მატჩიც მოუგო. პირველ შეხვედრაში 2:0 გამარჯვების შემდეგ, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
პირველი ტაიმის მე-5 წუთზე ანგარიში შოთა თოფურიამ გახსნა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა. 22-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა საჯარიმო დარტყმა გაითამაშა და გიორგი ჩიმაკაძემ მეტოქის კარი აიღო – 3:0. 37-ე წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა თავისი ნახევრიდან ერთი შეხებით ცარიელ კარში გაიტანა – 3:0.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითად რაუნდში 11 აპრილს ჩვენი გუნდი სტუმრად კოსოვოს შეხვდება, ხოლო დასკვნით შეხვედრას შინ 16 აპრილს საფრანგეთთან ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები 9 ქულით მე-10 ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ საფრანგეთს 3 ქულით ჩამორჩება. ვროპის ჩემპიონატის საგზურს ძირითადი რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პლე-ოფში იბრძოლებს.
ლაშა თაბაგარი