ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩასატარებელი უახლოესი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მუნდიალის 5-გზის გამარჯვებული 21 მარტს კოლუმბიას უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს არგენტინას ეწვევა.
დორივალ ჟუნიორმა მომავალი შეხვედრებისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ალისონი (“ლივერპული”, ინგლისი), ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), .ბენტუ (“ალ-ნასრი”, საუდის არაბეთი),
მცველები: მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), დანილო, უესლი, ლეო ორტისი (ყველა “ფლამენგო”), გაბრიელ მაგალიაეში (“არსენალი”, ინგლისი), გილერმე არანა (“ატლეტიკო მინეირო”), “ვანდერსონი” (მონაკო, საფრანგეთი), მურილიო (“ნოტინგემი”, ინგლისი).
ნახევარმცველები: ანდრე (“ვულვერჰემპტონი”, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში, ჟოელინტონი (ორივე “ნიუკასლი”, ინგლისი), ჟერსონი (“ფლამენგო”), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი), სავინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი).
თავდამსხმელები: ნეიმარი (“სანტოსი”), ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო (ორივე “რეალი”, ესპანეთი), მატეუს კუნია (“ვულვერჰემპტონი”, ინგლისი), ჟოაო პედრო (“ბრაიტონი”, ინგლისი), ესტევაო ვილიანი (“პალმეირასი”).
ლაშა თაბაგარი





