საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც სანდრო კობახიძე წვრთნის, დღეს რუსთავში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის თურქ თანატოლებთან ჩატარებული პირველი სპარინგი 1:2 წააგო.
შეხვედრის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა და ქართველებიდან გოლი მე-20 წუთზე გიორგი გორგაძემ გაიტანა, რომელმაც ლუკა შარვაშიძის პასი გამოიყენა. ჩვენი 16-წლამდელები თურქებთან მეორე შეხვედრას 27 თებერვალს ისევ რუსთავში გამართავენ. ცნობისთვის, კობახიძემ 16-წლამდელების თავკაცის რანგში სადებიუტი თამაში ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





