გიორგი გულიაშვილმა „სარაევოს“ მაისურით ბოსნიის თასზე თავისი პირველი დუბლი შეასრულა. 1/8-ფინალში სარაევოელები თავის მოედანზე „სლოგა დაბოის“ შეხვდნენ და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდის წუალობით დაამარცხეს.
27-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილმა გულიაშვილმა თანაგუნდელის პასის შემდეგ, ბურთი დაუმუშავებლად მეტოქის კარში გადაგზავნა – 2:0.
54-ე წუთზე გულიაშვილი სტუმართა საჯარიმოში უკვე მარცხნიდან შეიჭრა და ასეევე ერთი შეჩებით, ოღონდ „ცაციათი“ გაიტანა – 3:1. მას მესამე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა – მეკარემ აუღო.
მიმდინარე სეზონში ქართველი ლეგიონერი ბოსნიის ჩემპიონატში 17 მატჩში გატანილი 12 გოლით და 4 საგოლე პასით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი





