„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანას თქმით, კლუბი საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მადლობელია.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ხვიჩას იმისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში კლუბისთვის გააკეთა. ჩვენ რთული ვითარების გამოსწორებას შევეცადეთ. იძულებული გავხდით, რომ ეს გარიგება იანვარში დაგვედო. ვერ ვიტყვი, რომ გვაშანტაჟებდნენ, მაგრამ თითქმის ასე იყო.
„ნაპოლი“ ცდილობდა ხვიჩას შემცვლელი მოეძებნა, მაგრამ იანვარში ძლიერი ფეხბურთელის მოძებნა რთულია, ხოლო ზოგიერთი ასპექტი ჩვენს ღირებულებას არ შეესაბამებოდა, განსაკუთრებით ხელფასის კუთხით.
„კვარა“ პსჟ-ში გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა. ჩვენ რთული წლის შემდეგ ფეხბურთელის დაკარგვა არ გვსურდა. მას მაქსიმალურ ხელფასი შევთავაზეთ რაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ დავითანხმეთ.
როდესაც ადამიანს წასვლა უნდა, მისი გადარწმუნება რთულია. უნდა შეეცადო, მაგრამ თუ არ გამოგივა, მაშინ რატომ გყავდეს ის ფეხბურთელი, რომელსაც აქ ყოფნა არ სურს“ – იუწყება იტალიური მედია მანას ნათქვამს.
ლაშა თაბაგარი





