გულიაშვილმა „სარაევოს“ ამხანაგურში მოაგებინა

0
56

გიორგი გულიაშვილმა „სარაევოს“ სლოვაკეთის „სლოვაცკოსთან“ ამხანაგური შეხვედრა მოაგებინა.
განვლილ დაპირისპირებაში ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. ის 71-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0.
23 წლის გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში „სარაევოს“ მაისურით ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი