კეილორ ნავასი კარიერას არგენტინაში გააგრძელებს

0
5

ცნობილი კოსტა რიკელი მეკარე კეილორ ნავასი კარიერას არგენტინს “ნიუელზ ოლდ ბოიზში” გააგრძელებს. 38 წლის ფეხბურთელმა არგენტინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა. ის “ნიუელზ ოლდ ბოიზში” თავუსაფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან 2024 წლის ზაფხულში პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურა და უგუნდოდ იყო.
მანამდე, ნავასი კოსტა რიკის “საპრისაში”, ესპანეთის “ალბასეტეში”, “ლევანტეში”, მადრიდის “რეალში”, ინგლისის “ნოტინგემ ფორესტში” გამოდიოდა.
მან თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 114 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი