მასიმო კარერა: „კვარაცხელია იტალიაში დაამახსოვრდებათ“

0
61

იტალიელი მწვრთნელის მასიმო კარერას განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში აუცილებლად დაამახსოვრდებათ.
„დაიმახსოვრებენ თუ არა კვარაცხელიას იტალიაში? რა თქმა უნდა. ხვიჩამ თავის პირველ სეზონში „ნაპოლისთან“ ერთად ჩემპიონობა მოიგო და საუცხოოდ ითამაშა. მას აქ ნამდვილად დაიმახსოვრებენ“ – იუწყება კარერას ნათქვამს sport-express.ru.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის გარემარბი, რომელიც კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, პლუს 29 საგოლე პასი გააკეთა. მან ნეაპოლელებთან ერთად 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო და იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამასთანავე მის მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გარდა ამისა, იმავე სეზონში იტალიის პირველობის საუკეთესო მეპასე გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო.
ლაშა თაბაგარი