ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, მხარეების შეთანხმების შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი 7 ნომერს მიიღებს, რომელიც გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ თავისუფალი იყო.
7 ნომერს განსაკუთრებული დატვირთვა კრიშტიანუ რონალდუს გამოც აქვს, რომელიც როგორც კვარაცხელიას, ასევე მბაპეს კერპია. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ ხვიჩა 77-ნომრიანი მაისურით თამაშბდა, რადგან 2022 წელს მისი გუნდში მისვლის დროს, 7 ნომერი მაკედონიელ ელიფ ელმასს ეცვა.
ლაშა თაბაგარი
