ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი მომავალი სეზონიდან სათავეში საუდის არაბეთის „ალ აჰლის“ გაწვრთნის. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და საბოლოო დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება. ის გერმანელ მატიას იასილეს შეცვლის, რომელიც გუნდს 2023 წლიდან ხელმძღვანელობს.
57 წლის ალეგრის ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ყველაზე წარმატებული პერიოდი „მილანში“ (2010-2014) და „იუვენტუსში“ (2014-2019, 2021-2024) ჰქონდა.
მან მილანელებს იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა.
ალეგრის თავკაცობით „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ში ზედიზედ 5-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო იტალიის თასს ამდენჯერვე დაეუფლა.
გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით ტურინელებმა 2-ჯერ იტალიის სუპერთასი მოიპოვეს ოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, მაგრამ ჯერ “ბარსელონასთან” წააგეს, შემდეგ – “რეალთან”.
ლაშა თაბაგარი
