იურგენ კლოპი: „მწვრთნელად არასოდეს ვიმუშავებ“

0
68

იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. გერმანელმა სპეციალისტმა, რომელიც კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო ოპერაციების გლობალური ხელმძღვანელია, ამის შესახებ ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგთან ისაუბრა.
„რედ ბულის“ მწვრთნელი არ გავხდები. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ცხოვრებაში მწვრთნელად არასოდეს ვიმუშავებ“ – ხაზი გაუსვა 57 წლის გერმანელმა.
კლოპი 2001-2008 წლებში „მაინცს“ ავარჯიშებდა. ის 2008-2015 წლებში დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობდა, გერმანიის ბუნდესლიგა 2-ჯერ, გერმანიის თასი ერთხელ, ხოლო გერმანიის სუპერთასი 2-ჯერ მოაგებინა. მან დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ წააგო.
გერმანელი „ლივერპულს“ 2015-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი თავკცობით მერსისაიდელებმა ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
ლაშა თაბაგარი