ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლუის დე ლა ფუენტეს განცხადებით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე „ფურია როხა“ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა.
„ვერ გეტყვით ესპანეთის ყველაზე უკეთესია თუ არა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ნამდვილადაა. რა თქმა უნდა, განვლილ ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ, რომელიც ძალიან თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. თუმცა, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ არის სხვა დიადი გუნდები. ესპანეთის საკეთესოებს შორისაა და შეუძლია ყველა ტიტულისთვის იბრძოლოს ნებისმიერ მეტოქესთან.
მსოფლიო ჩემპიონატამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, რადგან 18 თვე სწრაფად გაივლის. თუმცა, ჩვენ მზად ვართ და გულწრფელად გეტყვით, რომ ოპტომისტური განწყობა მაქვს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს, რომლებსაც ახალი ტიტულების მოპოვება სურთ. ვერ გეტყვით რამდენად შორს წავალთ, მაგრამ მომავალი 18 თვის განმავლობაში უკეთესები გავხდებით, ვიდრე ახლა ვართ. კიდევ გამოჩნდებიან კარგი ახალი მოთამაშეები, ხოლო ვინც ახლა გვყავს უფრო მომწიფდებიან და გაძლიერდებიან. აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გასამართი მუნდიალისთვის უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ახლა“ – იუწყება მოქმედი ევროპის ჩემპიონების თავკაცის ნათქვამს გამოცემ AS.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს, თურქეთს და ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი





