„ბარსელონას“ მწვრთნელი: „მტკივნეული მარცხია“

0
84

„ბარსელონას“ გერმანელი მწვრთნელის მარკუს ზორგის თქმით, რომელიც დისკვალიფიცირებულ ჰანსი ფლიკს ცვლიდა, ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ საშინაო წაგება (1:2) მტკივნეული აღმოჩნდა.
„ეს იყო სხვა თამაში ბოლო წუთებზე. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიატნეთ. მტკივნეული მარცხია. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ქულაც ვერ ავიღეთ. შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ საერთო ჯამში მეტოქე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ეს წაგების მთავარი მიზეზია.
ცხადია, როდესაც „ატლეტიკოს“ დონის გუნდს მეორე გოლს ვერ უტან, ბოლო 15 წუთში შესაძლოა დიდი სირთულე შეგექმნას. ჩემი აზრით, ბოლო წუთებში თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ ბოლო მომენტში მოწინააღმდეგემ გაგვიტანა“ – იუწყება ზორგის ნათქვამს ესპანური მედია.
„ბარსელონამ“ შინ „ატლეტიკოსთან“ 2006 წლის შემდეგ პირველად წააგო.
ლაშა თაბაგარი