სიმეონემ „ბარსელონასთან“ მოგება გარდაცვლილ მამას მიუძღვნა

0
68

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ბარსელონასთან“ სტუმრად 2:1 მოგებული მატჩი გარდაცვლილ მამას მიუძღვნა.
„ჩვენი ფეხბურთელები საბრძოლველად მზად არიან. ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე ერთიანობაა. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები თამაშში კარგად ერთვებიან. მწვრთნელებს სწორედ ეს გვინდა. გვსურს, რომ ყველა ერთ ტალღაზე ვიყოთ. ჩვენი ბრძოლის ხერხი ისეთ მონსტრებთან როგორიც „რეალი“ და „ბარსელონაა“ ისაა, რომ გუნდი კარგ სათამაშო ფორმაში უნდა იყოს.
ეჭვი არ მეპარება, რომ „ბარსელონა“ არ იმსხურებდა იმ თამაშების წაგებას, რომლებიც წააგო. ამ გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა „ლეგანესთან“ და „ლას პალმასთან“, მაგრამ ფეხბურთი ასეთია – ბურთი როდესაც კარში არ მიდის პრობლემები იწყება.
დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც ორი წელიწადია ჩვენთან არაა და ვიცოდი, რომ მისთვის საჩუქარი უნდა გამეკეთებინა. მოთამაშეები წყალობით საუცხოო საჩუქარია გამოვიდა“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი