კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი მარკ გიუ გახდა.
დასკვნოთ მე-6 ტურში „ჩელსიმ“ შინ ირლანდიის „შემროკ როვერსი“ 5:1 დაამარცხა და 19 წლის ესპანელმა მეტოქის კარი 3-ჯერ აირო. ამრიგად, მას 6 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა. საერთო ეტაპის ბომბარდირებში მე-2 პოზიციაზე 5 გოლით „ჩელსის“ ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ გავიდა.
აქვე გეტყვით, რომ ნკუნკუს გარდა 5 გოლი კშიშტიფ პიონტეკმა („ბაშაქშეჰირი“), აფიმიკო პულულუმ („იაგიელონია“), მილოშ პანტოვიჩმა („ბაცკა-ტოპოლა“) და ჯონი კენიმ („შემროკ როვერსი“) გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი




