„ზალცბურგიდან“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს

0
80

„ზალცბურგის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პეპეინ ლეინდერსი დაითხოვეს. 41 წლის ნიდერლანდელი ავსტრიულ გუნდს სათავეში მიმდინარე წლის მაისში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ზალცბურგელებმა 16 ტურში 26 ქულა აიღეს და მე-5 ადგილზე არიან.
მანამდე, ლეინდერსი „ლივერპულის“ ექსთავკაცის იურგენ კლოპის თანაშემწე იყო 2015-2018 და 2018-2024 წლებში.
ლაშა თაბაგარი