ადემოლა ლიკმანი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელია

0
73

ბერგამოს „ატალანტას“ თავდამსხმელი ადემოლა ლუკმანი აფრიკის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნიგერიელმა მოთამაშემ გამოკითხვაში სიმონ ადინგრუს (კოტ-დივუარი, „ბრაიტონი“), სერუ გირასის (გვინეა, „ბორუსია“ დორტმუნდი), აშრაფ ჰაკიმის (მაროკო, პსჟ) და რონვენ უილიამსს (სამხრეთ აფრიკა, „მამელოდი სანდაუნსი“).
27 წლის ლუკმანმა გასულ სეზონში „ატალანტას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. მან ბერგამოელებთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო და ფინალში ლევერკუზენის „ბაიერის“ კარში 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი