ლეგენდარულმა რონალდომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.
„ამისთვის ასობით მოტივი მაქვს, რომელთა შორის მთავარი მსოფლიო დონეზე ბრაზილიური ფეხბურთისთვის პატივისცემის დაბრუნებაა. ხალხი ქუჩაში ხშირად მაჩერებს და მთხოვს, რომ კარიერა განვაახლო, რადგან ახლა ნაკრებში ვითარება როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ არცთუ კარგია“ – იუწყება ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან მსოფლიო 1994 და 2002 წლების ჩემპიონატის მომგების სიტყვებს ბრაზილიური გამოცემა Globo.
რონალდო, რომელიც ამჟამად 48 წლისაა, მსოფლიო 5-გზის ჩემპიონების რიგებში 1994-2011 წლებში გამოდიოდა და 98 მატჩში 62 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





