გიორგი მაკარიძემ თბილისის „იბერიასთან“ წელს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოგების შემდეგ, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. „იბერიას“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 34 წლის მეკარემ ხელშეკრულება 2+1 სისტემით გააფორმა.
მაკარიძე „იბერიას“ 2 ივლისს შეუერთდა. მან კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 2006-2008 წლებში გამოდიოდა. მაკარიძე კარიერის განმავლობაში ასევე საფრანგეთის “ლე მანში”, კვიპროსოს “დოქსაში”, პორტუგალიის “ფეირენსეში”, “მორიერენსეში”, “რიუ ავეში”. “ვიტორია სეტუბალში”, “მარიტიმუში”, ესპანეთის “ალმერიაში” და “პონფერანდინაში” თამაშობდა.
მაკარიძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა და 23 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





