საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კალენდარი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ცნობილია.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, E ჯგუფში ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის სათამაშო განრიგი ასეთია:
საქართველო – თურქეთი – 4 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი – 7 სექტემბერი
ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული – საქართველო – 11 ოქტომბერი.
თურქეთი- საქართველო – 14 ოქტომბერი
საქართველო – ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული – 15 ნოემბერი
ბულგარეთი – საქართველო – 18 ნოემბერი
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ ხვდება, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს. მომავალი მუნდიალი აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





