საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, იუწყება Corriere dello Sport.
კლუბის ხელმძღვანელებმა ფეხბურთეთა ახალი ხელშეკრულების დადების თაობაზე მოლაპარაკება განაახლეს. კვარაცხელიას ნეაპოლში 2029 წლამდე დარჩენას სთავაზობენ, რის სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას და სხვადასხვა სახის ბონუსებს პირდებიან. ავტორიტეტული იტალიური გამოცემის ინფორმაციით, მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე მიმდინარე წლის ბოლომდე შეთანხმდებიან.
23 წლის მოთამაშეს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.





