ბერიაშვილის კიდევ ერთი მატჩი შეუცვლელად

0
58

გიორგი ბერიაშვილმა უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა შეუცვლელად. გამოტოვებულ მე-5 ტურში მტკ, სადაც ქართველი ცენტრალური მცველი გამოდის „პაკში“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. ბერიაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში მე-14 შეხვედრა ჩაატარა და 13 შემთხვევაში არ შეუცვლიათ. ის ბუდაპეშტურ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებს. მტკ-ს 26 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
„ულსანმა“, რომელშიც გიორგი არაბიძე გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო. სამხრეთ კორეის გუნდმა სტუმრად ჩინეთის „შანხაი შენხუა“ 2:1 დაამარცხა. ქართველი გარემარბი „ულსანის“ განაცხადში არ იყო.
ლაშა თაბაგარი