გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში ბოსნიის უმაღლეს დივიზიონში თავისი მე-12 გოლი გაიტანა. მე-16 ტურში „სარაევო“, სადაც ქართველი ფორვარდი გამოდის, სტუმრად „რადნიკს“ შეხვდა და 3:2 აჯობა.
გულიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 2:1 იგებდნენ, მეტოქის კარი აიღო – მისმა თანაგუნდელმა საჯარიმოში კარგად ვერ დაამუშავა ბურთი, რომელიც გიორგი ერთი შეხებით კარში გადაგზავნა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს. ამ სეზონში გულიაშვილის ანგარიშზე 12 გატანილი გოლის გარდა, 4 საგოლე პასია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი ბომბარდირთა დავაში ლიდერია.
„სარაევო“ 37 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ზრინსკის“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





