საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები 2025 წელს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია.
დღეს, ბრატისლავაში „რედუტას“ საკონცერტო დარბაზში გამართულ კენჭისყრაზე გაირკვა, რომ რამაზ სვანაძის შეგირდები C ჯგუფში საფრანგეთს, პორტუგალიას და პოლონეთს დაუპირისპირდებიან.
დანარჩენი ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
A – სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი
B – ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, სლოვენია
D – ფინეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, დანია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. 2023 წელს საქართველოს და რუმინეთში გამართულ ტურნირში, ჩვენი გუნდი 1/4-ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში ისრაელთან დამარცხდა.
საქართველოს მხრიდან კენჭისყრას, სვაანაძის გარდა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ.
სლოვაკეთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მეორედ ჩატარდება. პირველად ეს ტურნირი ამ ქვეყანაში 2000 წელს გაიმართა.
ევრო 2025-ის ფინალური ეტაპი შემდეგ ქალაქებში და სტადიონებზე გაიმართება:
ბრატისლავა, ეროვნული სტადიონი (A ჯგუფის 3 მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი)
ტრნავა, “ანტონ მალატინსკი” (A ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი)
დუნაისკა სტრედა არენა, “DAC არენა” (B ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი)
ნიტრა, “სტადიონი ნიტრა” (B ჯგუფის 3 მატჩი)
ტრენჩინი, “ზიჰოტ არენა” (C ჯგუფის 3 მატჩი)
ჟილინა, “სტადიონი ჟილინა” (C ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი)
კოშიცე, “კოშიცე არენა” (D ჯგუფის 3 მატჩი, ნახევარფინალი)
პრეშოვი, “ტატრან არენა” (D ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი)
ლაშა თაბაგარი





