„ბარსელონას“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს, იუწყება Sport.es
გამოცემის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ შეტევის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებელია. ამიტომ, ამ პოზიციაზეა კვარაცხელიას და „მილანის“ პორტუგალიელი ლეგიონერის რაფაელ ლეაუს კანდიდატურებს განიხილავს.
თუმცა, ესპანური გრანდის მესვეურებს 23 წლის ქართველის შეძენა უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია, რადგან ის ასაკით და ხელფასით უფრო მისაღებია. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





