მიქაუტაძე ლიონში დააყაჩაღეს

0
38

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძე ლიონში თავის სახლში დააყაჩაღეს.
“პირველ დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში „ნიცასთან“ მატჩის შემდეგ „ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძარცვის მსხვერპლი გახდა. ორი შეიარაღებული პირი მას სახლთან ელოდებოდა და იარაღით მუქარის ქვეშ, მაგრამ ძალადობის გარეშე, აიძულეს, ისინი სახლში შეეშვა. მძარცველებმა, დაახლოებით, 250 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს.
ლიონის პოლიციამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს და მათი დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც წარსულს გვაგონებს. რამდენიმე ხნის წინ დანაშაულის მსხვერპლი ნიკოლას ტალიაფიკო და დეიან ლოვრენი გახდნენ“ – იუწყება ფრანგული მედია.
მომხდართან დაკავშირებით მიქაუტაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“მინდა, დაგარწმუნოთ, რომ კარგად ვარ, გაძარცვისას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ვრჩები ჩემს მიზნებზე ორიენტირებული და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას“.