ქოჩორაშვილმა შინაურ კედლებში მოიგო

0
45

„ლევანტე“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილის გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ტურში შინ „ბურგოსს’ დაუპირისპირდა და 3:1 სძლია.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ორი ტაიმი ჩაატარა. „ლევანტე“ 29 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-12 ტურში არადიპოუს „ომონიამ“ თავის მოედანზე „ნეა სალამინა“ 1:0 დაამარცხა. მასპინძლებს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად უკაპიტნა. მის ანგარიშზე 8 მოგერიებაა. „ომონია“ 12 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი