საგარეჯოს “გარეჯი” არსებობის ისტორიაში პირველად მომავალ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურში საგარეჯოელებმა სტუმრად ხობის “კოლხეთი” 3:2 დაამარცხეს და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ელიტაში აღზევება გაინაღდეს. თბილისის “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი მცველის თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილი “გარეჯი” მეორე ადგილზე მყოფ ბოლნისის “სიონს” 5 ქულით ასწრებს. მესამე პოზიცაზე “რუსთავი”, რომელსაც ბოლნისელების მსგავსად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად თამაში პლეი-ოფში მოუწევთ.
“კოლხეთთან” შეხვედრაში “გარეჯიდან” დუბლი ლევან პაპავამ მიითვალა, რომელიც 27 გოლით კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი





