უეფას კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში „კოპენჰაგენი“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს სუმგაითში მინსკის „დინამოს“ დაუპირისაპირდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. მატჩი აზერბაიჯანის ქალაქში იმიტომ შედგა, რომ უეფა ბელარუსულ გუნდებს თავის მოედანზე თამაშის უფლებას არ აძლევს
საქართველკოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. სტუმრები მე-6 წუთზე ელიონოუსიმ დააწინაურა, ხოლო მე-13 წუთზე ადეოლამ საპასუხო ბურთი გაიტანა. 55-ე წუთზე დანიელებიდან თავი დიკსმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა.
„კოპენჰაგენი“ 5 ქულით 36 გუნდში მე-19 ადგილზეა. კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი





