კვეკვესკირის და შენგელიას სრული მატჩები

0
46

უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-14 ტურში „ნირედჰაზამ“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, შინ „პუშკაშ აკადემია“ მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. „ნირედჰაზა“ 15 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
მტკ-მ „დიორი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-12 ტურში ლევან შენგელიას ოფი-მ სტუმრად „ლამიასთან“ 1:1 ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ოფი 16 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურში დონეცკის “შახტარმა” შინ “ინგულეცი” 6:0 გაანადგურა. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი “შახტარი” 26 ქულით 16 გუნდში მესამეა.
ლაშა თაბაგარი