სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ბრატისლავას “სლოვანი”, სადაც გურამ კაშია გამოდის, სტუმრად “კოშიცეს” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტოში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებიდან ანგარიში 59-ე წუთზე მედვედმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 73-ე წუთზე ბარსეგიანმა გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი “სლოვანი” 35 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვგარდმა გიორგი გაგუამ. მე-14 ტურში “ისტრა” შინ “სლავენთან” 2:3 დამარცხდა. გაგუა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა შემოტრიალებით ზედა კუთხეში ზუსტად დაარტყა. “ისტრა” 13 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





