კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში “გაგრამ” ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი “თელავი” მიიღო და ორი უპასხუო ბურთი გაუტანა.
მე-6 წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა. მან გიორგი ლომთაძის პასი გამოიყენა: ბურთი კარგად მიიღო და ზუსტადაც დაარტყა. ეს ხარებაშვილის მეათე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა თელავი ათი კაცით დარჩა, კერძოდ, ლადო ოდიშვილი გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. გაგრამ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ბოლოს გიორგი პაპუაშვილმა ძლიერი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. ეს პაპუაშვილის მეხუთე გოლია სეზონში და სხვათა შორის, წინა წრეში გაგრელებმა სწორედ მისი ერთადერთი გოლით აჯობეს თელაველებს.
გიორგი ონიანის გაწვრთნილმა “გაგრამ” მიმდინარე სეზონში “თელავს” მესამედ მოუგო და 35 ქულიოთ 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა. “თელავი” 30 ქულით ბოლოსწინაა.
გაგრა 2:0 თელავი




