ლაუტარო მარადონას დაეწია, მესიმ დონოვანის რეკორდი გაიმეორა

0
41

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არგენტინიეს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიონელ მესის კაპიტნობით პერუს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა 55-ე წუთზე მესის გადაცემის შემდეგ გაიტანა. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ლაუტარომ ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 70 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 32-ჯერ აიღო და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ დიეგო მარადონას დაეწია. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელი მესია (112), მეორე ადგილზე გაბრიელ ბატისტუტაა (540, მესამეზე – სერხიო აგუერო, მეოთხეზე ერნან კრესპო (35), ხოლო მეხუთე პოზიციას ლაუტარო და მარადო0ნა იყოფენ. სხვა წყაროების ინფორმაციით, მარადონამ ეროვნულ გუნდში 91–ჯერ ითამაშა და თავი 34-ჯერ გამოიჩინა. ასეთ შემთხვევაში მას 1979 წელს მსოფლიო ნაკრებთან, ხოლო 1980 წელს ირლანდიის ლიგის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩებს უთვლიან.
მესიმ სანაკრებო დონეზე გაკეთებული საგოლე პასებით აშშ-ს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის ლენდონ დონოვანის რეკორდი გაიმეორა – 58. არგენტინა 25 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ზონის მე-12 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბრაზილიას და ურუგვაის შორის 1:1 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები ერნესტო ვალვერდემ დააწინაურა, ხოლო 62-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი გერსონმა გაიტანა. ბრაზილია 18 ქულით მეხუთეა. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები არგენტინის გარდა, ურუგვაის, ეკვადორს და კოლუმბიას ჩამორჩებიან.
ლაშა თაბაგარი