გიორგი მამარდაშვილი: “ორივე გუნდი მოგებას თანაბრად იმსახურებდა”

0
57

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს მიაჩნია, რომ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მეხუთე ტურში ბათუმში უკრაინასთან 1:1 დასრულებულ მატჩში, ორივე გუნდი გამარჯვებას თანაბრად იმსახურებდა.
გიორგი მამარდაშვილი: “„ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. ჩეხეთთან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, რადგან გასვლაზე თამაში არასოდესაა მარტივი. თუმცა კარგი შემართებით მივდივართ, რადგან ვიცით, რომ აუცილებლად მოსაგები მატჩია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ.
ჩემი აზრით, ორივე გუნდი თანაბრად იმსახურებდა მოგებას. არც ჩვენ და არც მათ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, კარგად რომ გვეთამაშა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ფრე ლოგიკური შედეგი იყო“