გაბრიელ სიგუა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში თბილისში ხორვატიასთან 1:0 მოგებული პირველი მატში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თამაშით კმაყოფილია. ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
„მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეიძლებოდა. ახლა უნდა მოვემზადოთ საპასუხო თამაშისთვის, რომ ევრო 2025-ზე მოხვედრა მოვახერხოთ.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კლუბში რომ ჩავედი, ერთ-ერთი თამაშის დროს ცუდად შემეჯახნენ, მერე კოჭი გადამიბრუნდა. მოედანს სამი თვის შემდეგ დავუბრუნდი. „ბაზელში“ 15 წუთი ვითამაშე, ნაკრებში უფრო მეტი დრო მომეცა. მიმაცნია, რომ ნელ-ნელა უფრო მეტს შევძლებ და შევეცდები, ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაში დავეხმარო. რაც მთავარია, თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ“,
განვლილი შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გიორგი აბუაშვილმაც გააკეთა: „კარგია, რომ გავიმარჯვეთ, ვულოცავ გუნდს და მთლიანად საქართველოს. თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, პირველი თამაში იყო და დღეიდან მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით“.
ქართველი 21-წლამდელები ხორვატებთან საპასუხო თამაშს 19 ნოემბერს ქალაქ რუევიცაში ჩაატარებენ და არწაგების შემთხვევაში არსებობის ისტორიაში მეორედ ევროპის ჩემპ[იონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი





