ოთარ მამაგეიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში თბილისში ხორვატიასთან 1:0 მოგებულ მატჩში უფრო შეეძლო. ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
„დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. სხვა შედეგს არც ველოდით, თუმცა, ვფიქრობ, უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო. მაგრამ რაც ახლა დაგვაკლდა, გავაანალიზებთ და საპასუხო შეხვედრაში გამოვასწორებთ. ჯერ არაფერი დასრულებულა, პლეი ოფი ორთამაშიანია, შევეცდებით, დასახულ მიზანს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.
მწვრთნელის დავალებები შეძლებისდაგვარად შევასრულეთ და ამან სასურველი შედეგი მოგვიტანა. იმის მიუხედავად, რომ თბილისში ვთამაშობდით, ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. დაგვეხმარა ჩვენი გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას.საპასუხო მატჩში ვეცდებით, უკეთ ვითამაშოთ, დარწმუნებული ვარ, ხორვატიაში უფრო დაძაბული თამაში იქნება“.
ქართველი 21-წლამდელ;ები საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს ქალაქ რუევიცაში ჩაატარებენ და არწაგების შემთხვევაში არსებობის ისტორიაში მეორედ ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი





