საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძე მშვენივრად თამაშს განაგრძობს, ისევე როგორც მისი გუნდი. „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მეტოქე გოგას ყოფილი კლუბი „ინდიანა პეისერსი“ იყო, რომელიც ფლორიდელებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს – 94:90.
ბითაძე კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და მესამე ორმაგი დუბლი ჩაიწერა: 12 ქულა, 12 მოხსნა.
გოგამ 28 წუთი ითამაშა, 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაც მიამატა.
„ორლანდოს“ 7 მოგება და 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა.





