“ქუთაისმა” ევროტურნირი მოგებით დაასრულა

0
56

„ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასის 2024-25 წლების პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 მატჩი თბილისში ბულგარეთის ბოტევგრადის “ბალკანთან” ჩაატარა და დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში მოიგო – 93:92.
თანაბარი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 85:85. ოვერტაიმში ჩვენ უფრო გაგვიმართლა და მოვიგეთ. წინ ბოლო წამებზე გავედით (ჯოინერი ფარქვეშ შედეგიანად შევიდა), თუმცა მეტოქეს შეტევის დრო დარჩა. რთული პოზიციიდან ჩაგვიგდეს კიდეც, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო (მსაჯებმა ვიდეოზე გადაამოწმეს), წამის მეათასედები დააკლდათ…
გიორგი კორსანტიამ 18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, აკაკი დვალიშვილმა – 22 ქულა და 5 მოხსნა. ჯოინერმა 21 ქულა ჩააგდო, 7 შედეგიან გადაცემასა და 5 მოხსნასთან ერთად, სმიტმა  16 ქულა გააკეთა.
„ქუთაისმა“ ტურნირი ორი გამარჯვებით დაასრულა.
ჩვენი ჯგუფიდან მეორე ჯგუფურ სტადიაზე მხოლოდ ესპანური „ბილბაო“ გავიდა.