„ჰოფენჰაიმი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
33

„ჰოფენჰაიმის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პელეგრინო მატერაცო გაუშვეს, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
46 წლის ამერიკელი სპეციალისტი „ჰოფენჰაიმს“ გასული წლის თებერვლიდან ავარჯიშებდა. მისი თავკაცობით გუნდმა ჩატარებული 67 მატჩიდან 24 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა და 29 წააგო.
10 ტურის შემდეგ „ჰოფენჰაიმი“ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი