ლევან შენგელიამ, რომელიც ოფი-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, საბერძნეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-11 ტურში ოფი თავის მოედანზე „კალითეას“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2,
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეული ორ მოთამაშეს გაცდა, რის შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში ბურთი „ჩასვა“ – 2:0. ის 68-ე წუთზე შეცვალეს. ორი 15 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





